დამტკიცებულია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
2010 წლის 17 მაისის N122 ბრძანებით
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური მისიების, საკონსულო დაწესებულებების, მთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური წარმომადგენლობებისა და ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული დაწესებულებების თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრთა აკრედიტაციის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის (შემდგომში- დეპარტამენტი) მიერ საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური მისიების, საკონსულო დაწესებულებების, მთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური წარმომადგენლობებისა და ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული დაწესებულებების თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრთა აკრედიტაციის საკითხს.
2. დეპარტამენტი აწარმოებს საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური მისიების, საკონსულო დაწესებულებების, მთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური წარმომადგენლობებისა და ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული დაწესებულებების თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრთათვის ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი დიპლომატიური, სამსახურებრივი, საკონსულო და სააკრედიტაციო ბარათების გაცემას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ბარათები გაიცემა უსასყიდლოდ ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 2. ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი დიპლომატიური, სამსახურებრივი, საკონსულო და სააკრედიტაციო ბარათების წარმოება
1. საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური მისიების, საკონსულო დაწესებულებების, მთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური წარმომადგენლობებიდან და ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული დაწესებულებებიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იგზავნება ნოტა/წერილი, რომელსაც თან უნდა დაერთოს წარმომადგენლობის თანამშრომლის ან მისი ოჯახის წევრის პირადი სააკრედიტაციო ცნობა (დანართი), 2 ფერადი ფოტოსურათი 3X4 ზომის, ფოტოსურათის ერთი ელექტრონული ვერსია, საქართველოს ვიზის (გარდა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო ურთიერთმიმოსვლის შესახებ ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) და პასპორტის ასლი.
2. ბარათის მფლობელი პირები ვალდებულნი არიან ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ აკრედიტაციის გაცემისთვის საჭირო დოკუმენტებში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში აცნობონ დეპარტამენტს.
3. დეპარტამენტი განსაკუთრებულ შემთხვევაში უფლებამოსილია ბარათის გასაცემად, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა, მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტების წარდგენაც.
4. დეპარტამენტი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის შემდეგ კლასიფიკაციის მიხედვით განსაზღვრავს წარმოდგენილ პიროვნებაზე შესაბამისი დიპლომატიური - D, სამსახურებრივი - S, საკონსულო - C, C-S ან სააკრედიტაციო ბარათის - A, A-S გაცემის საჭიროებას.
5. დეპარტამენტი 14 დღის ვადაში აფორმებს და გასცემს ბარათს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება ერთიდან 3 წლამდე.
6. დეპარტამენტის მიერ გაცემულ ბარათებზე აღინიშნება აკრედიტებული პირის სახელი, გვარი (ქართულ და ინგლისურ ენებზე), თანამდებობა, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა, მოქმედების ვადა, დეპარტამენტის დირექტორის ხელმოწერა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სრულგერბიანი მცირე ზომის ბეჭედი N6.
7. დეპარტამენტი აკონტროლებს მის მიერ გაცემული ბარათების საფუძველზე, საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური მისიების, საკონსულო დაწესებულებების, მთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური წაარმომადგენლობებისა და ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული დაწესებულებების თანამშრომელთა იმუნიტეტისა და პრივილეგიების დაცვას.
8. დეპარტამენტი პასუხისმგებელია ბარათების რეგისტრაციაზე.
მუხლი 3. დიპლომატიური ბარათი
1. დიპლომატიური ბარათი - (D) გაიცემა საქართველოში უცხო ქვეყნების დიპლომატიურ და მთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალურ წარმომადგენლობაში მომუშავე დიპლომატიური პერსონალზე და მათი ოჯახის წევრებზე 3 წლის ვადით, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები ან მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში.
2. დიპლომატიური ბარათის მფლობელი პირები სარგებლობენ „დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ" ვენის 1961 წლის 18 აპრილის კონვენციით დიპლომატიური აგენტისათვის გათვალისწინებული ყველა პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით.
მუხლი 4. სამსახურებრივი ბარათი
1. სამსახურებრივი ბარათი - (S) გაიცემა ერთი წლის ვადით საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური მისიების და მთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკურ ან მომსახურე პერსონალზე და მათი ოჯახის წევრებზე, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები ან მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში.
2. სამსახურებრივი ბარათის მფლობელი პირები სარგებლობენ „დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ" ვენის 1961 წლის 18 აპრილის კონვენციით ადმინისტრაციულ-ტექნიკური ან მომსახურე პერსონალისათვის გათვალისწინებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით.
მუხლი 5. საკონსულო ბარათი
1. საკონსულო ბარათი - (C, C-S) გაიცემა ერთიდან 3 წლამდე ვადით საქართველოში უცხო ქვეყნის საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე და მათი ოჯახის წევრებზე, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები ან მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში ან საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც დანიშნულია საქართველოში უცხო ქვეყნის მიერ საპატიო კონსულის თანამდებობაზე.
2. საკონსულო ბარათის მფლობელი პირები სარგებლობენ „საკონსულო ურთიერთობის შესახებ" ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციით გათვალისწინებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით.
მუხლი 6. სააკრედიტაციო ბარათი
1. სააკრედიტაციო ბარათი - (A, A-S) გაიცემა ერთიდან 3 წლამდე ვადით საქართველოში მთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური წარმომადგენლობებისა და ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული დაწესებულებების თანამშრომლებზე და მათი ოჯახის წევრებზე გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები ან მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. სააკრედიტაციო ბარათის მფლობელი პირები სარგებლობენ 1946 წლის „გაეროს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ კონვენციით", 1947 წლის „გაეროს სპეციალიზირებული სააგენტოების პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ კონვენციით", 1949 წლის „ევროპის საბჭოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ გენერალური შეთანხმებით", 1969 წლის „სპეციალურ მისიათა შესახებ" კონვენციით და 1969 წლის „საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის ვენის კონვენციის" თანახმად გაფორმებული ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით.
მუხლი 7. ბარათის დაკარგვა/დაზიანება
1. ბარათის დაკარგვის შემთხვევაში მფლობელი/წარმომადგენლობა ვალდებულია განაცხადოს დაკარგვის თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში, რომელიც გასცემს ცნობას ბარათის დაკარვის შესახებ.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაცემული ცნობა ბარათის დაკარგვის შესახებ უნდა დაერთოს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ აკრედიტაციის გაცემისთვის საჭირო დოკუმენტებს და წარედგინოს დეპარტამენტს ახალი ბარათის გაცემის მიზნით.
3. ბარათის დაზიანების შემთხვევაში, დეპარტამენტს ახალი ბარათის გაცემის მიზნით წარედგინება დაზიანებული ბარათი ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად.
მუხლი 8. ბარათის დაბრუნება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი გამოგზავნილ შეტყობინებას მისიის ამოწურვასთან დაკავშირებით ქვეყნის დატოვების შესახებ თან უნდა დაერთოს დეპარტამენტის მიერ გაცემული ბარათი.
|
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური მისიების თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრთა აკრედიტაციის წესი
დამტკიცებულია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური მისიების, საკონსულო დაწესებულებების, მთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური წარმომადგენლობებისა და ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული დაწესებულებების თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრთა აკრედიტაციის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის (შემდგომში- დეპარტამენტი) მიერ საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური მისიების, საკონსულო დაწესებულებების, მთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური წარმომადგენლობებისა და ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული დაწესებულებების თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრთა აკრედიტაციის საკითხს. 2. დეპარტამენტი აწარმოებს საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური მისიების, საკონსულო დაწესებულებების, მთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური წარმომადგენლობებისა და ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული დაწესებულებების თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრთათვის ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი დიპლომატიური, სამსახურებრივი, საკონსულო და სააკრედიტაციო ბარათების გაცემას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ბარათები გაიცემა უსასყიდლოდ ამ წესის შესაბამისად. მუხლი 2. ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი დიპლომატიური, სამსახურებრივი, საკონსულო და სააკრედიტაციო ბარათების წარმოება 1. საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური მისიების, საკონსულო დაწესებულებების, მთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური წარმომადგენლობებიდან და ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული დაწესებულებებიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იგზავნება ნოტა/წერილი, რომელსაც თან უნდა დაერთოს წარმომადგენლობის თანამშრომლის ან მისი ოჯახის წევრის პირადი სააკრედიტაციო ცნობა (დანართი), 2 ფერადი ფოტოსურათი 3X4 ზომის, ფოტოსურათის ერთი ელექტრონული ვერსია, საქართველოს ვიზის (გარდა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო ურთიერთმიმოსვლის შესახებ ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) და პასპორტის ასლი. 2. ბარათის მფლობელი პირები ვალდებულნი არიან ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ აკრედიტაციის გაცემისთვის საჭირო დოკუმენტებში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში აცნობონ დეპარტამენტს. 3. დეპარტამენტი განსაკუთრებულ შემთხვევაში უფლებამოსილია ბარათის გასაცემად, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა, მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტების წარდგენაც. 4. დეპარტამენტი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის შემდეგ კლასიფიკაციის მიხედვით განსაზღვრავს წარმოდგენილ პიროვნებაზე შესაბამისი დიპლომატიური - D, სამსახურებრივი - S, საკონსულო - C, C-S ან სააკრედიტაციო ბარათის - A, A-S გაცემის საჭიროებას. 5. დეპარტამენტი 14 დღის ვადაში აფორმებს და გასცემს ბარათს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება ერთიდან 3 წლამდე. 6. დეპარტამენტის მიერ გაცემულ ბარათებზე აღინიშნება აკრედიტებული პირის სახელი, გვარი (ქართულ და ინგლისურ ენებზე), თანამდებობა, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა, მოქმედების ვადა, დეპარტამენტის დირექტორის ხელმოწერა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სრულგერბიანი მცირე ზომის ბეჭედი N6. 7. დეპარტამენტი აკონტროლებს მის მიერ გაცემული ბარათების საფუძველზე, საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური მისიების, საკონსულო დაწესებულებების, მთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური წაარმომადგენლობებისა და ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული დაწესებულებების თანამშრომელთა იმუნიტეტისა და პრივილეგიების დაცვას. 8. დეპარტამენტი პასუხისმგებელია ბარათების რეგისტრაციაზე.
მუხლი 3. დიპლომატიური ბარათი 1. დიპლომატიური ბარათი - (D) გაიცემა საქართველოში უცხო ქვეყნების დიპლომატიურ და მთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალურ წარმომადგენლობაში მომუშავე დიპლომატიური პერსონალზე და მათი ოჯახის წევრებზე 3 წლის ვადით, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები ან მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში. 2. დიპლომატიური ბარათის მფლობელი პირები სარგებლობენ „დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ" ვენის 1961 წლის 18 აპრილის კონვენციით დიპლომატიური აგენტისათვის გათვალისწინებული ყველა პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით.
მუხლი 4. სამსახურებრივი ბარათი 1. სამსახურებრივი ბარათი - (S) გაიცემა ერთი წლის ვადით საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური მისიების და მთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკურ ან მომსახურე პერსონალზე და მათი ოჯახის წევრებზე, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები ან მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში. 2. სამსახურებრივი ბარათის მფლობელი პირები სარგებლობენ „დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ" ვენის 1961 წლის 18 აპრილის კონვენციით ადმინისტრაციულ-ტექნიკური ან მომსახურე პერსონალისათვის გათვალისწინებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით.
მუხლი 5. საკონსულო ბარათი 1. საკონსულო ბარათი - (C, C-S) გაიცემა ერთიდან 3 წლამდე ვადით საქართველოში უცხო ქვეყნის საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე და მათი ოჯახის წევრებზე, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები ან მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში ან საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც დანიშნულია საქართველოში უცხო ქვეყნის მიერ საპატიო კონსულის თანამდებობაზე. 2. საკონსულო ბარათის მფლობელი პირები სარგებლობენ „საკონსულო ურთიერთობის შესახებ" ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციით გათვალისწინებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით.
მუხლი 6. სააკრედიტაციო ბარათი 1. სააკრედიტაციო ბარათი - (A, A-S) გაიცემა ერთიდან 3 წლამდე ვადით საქართველოში მთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური წარმომადგენლობებისა და ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული დაწესებულებების თანამშრომლებზე და მათი ოჯახის წევრებზე გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები ან მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. სააკრედიტაციო ბარათის მფლობელი პირები სარგებლობენ 1946 წლის „გაეროს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ კონვენციით", 1947 წლის „გაეროს სპეციალიზირებული სააგენტოების პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ კონვენციით", 1949 წლის „ევროპის საბჭოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ გენერალური შეთანხმებით", 1969 წლის „სპეციალურ მისიათა შესახებ" კონვენციით და 1969 წლის „საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის ვენის კონვენციის" თანახმად გაფორმებული ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით.
მუხლი 7. ბარათის დაკარგვა/დაზიანება 1. ბარათის დაკარგვის შემთხვევაში მფლობელი/წარმომადგენლობა ვალდებულია განაცხადოს დაკარგვის თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში, რომელიც გასცემს ცნობას ბარათის დაკარვის შესახებ. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაცემული ცნობა ბარათის დაკარგვის შესახებ უნდა დაერთოს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ აკრედიტაციის გაცემისთვის საჭირო დოკუმენტებს და წარედგინოს დეპარტამენტს ახალი ბარათის გაცემის მიზნით. 3. ბარათის დაზიანების შემთხვევაში, დეპარტამენტს ახალი ბარათის გაცემის მიზნით წარედგინება დაზიანებული ბარათი ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად.
მუხლი 8. ბარათის დაბრუნება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი გამოგზავნილ შეტყობინებას მისიის ამოწურვასთან დაკავშირებით ქვეყნის დატოვების შესახებ თან უნდა დაერთოს დეპარტამენტის მიერ გაცემული ბარათი.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ
|