საერთაშორისო რეიტინგი

Doing Business 2011"-ის მიხედვით, საქართველო, ბიზნესის წარმოების სიმარტივის მიხედვით მე-12 პოზიციაზეა და  174 ქვეყანას შორის ბოლო 5 წლის განმავლობაში ნომერ პირველ რეფორმატორად მოიხსენიება.

ბიზნესის წარმოების სიმარტივის გარდა, საქართველო სხვა რეიტინგებშიც ლიდერთა შორის იმყოფება. მაგალითად, ბიზნესის წამოწყების რეიტინგში მე-8 ადგილი უკავია, მშენებლობის ნებართვების გაცემის კუთხით - მე-7 ადგილზეა, საკუთრების უფლების დარეგისტრირებით კი - მე-2-ზე.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ - „Moody's" გამოაქვეყნა საკრედიტო რეიტინგი, რომელშიც საქართველოს მიენიჭა Ba3 კატეგორია (გრძელვადიანი ადგილობრივი და უცხოური ვალუტის რეიტინგი), აღნიშნული რეიტინგის თანახმად, საქართველოს მაჩვენებელი ერთი პოზიციით გაუმჯობესდა.

Standard & Poor's სარეიტინგო სერვისმა ასწია მისი გრძელვადიანი უცხოური და ადგილობრივი  ვალუტა სუვერენულ საკრედიტო რეიტინგში საქართველოს მთავრობაში „B+"-დან  „B"-მდე 2010 წელს.

ჟურნალ Forbes"-ის ცნობით „Best Countries for Business 2011"-ის რეიტინგში საქართველომ გაიუმჯობესა პოზიცია და 3 ნაბიჯით წინ გადაინაცვლა რეიტინგში და ამჟამად 128 ქვეყნიდან 61-ე ადგილზე იმყოფება.

მსოფლიო ბანკის ანგარიშეზე დაყრდნობით "Investing Across Borders 2010"(IAB) საქართველო არის 87 ქვეყანას შორის  ერთ-ერთ ყველაზე მეტად ღია ქვეყანა უცხოური სააქციო საკუთრებებისათვის.

 „Transparency International"-ის მიხედვით საქართველო არის ლიდერი პოსტ-საბჭოთა სივრცეში  (გარდა ბალტიის ქვეყნებისა) კორუფციასთან ბრძოლის კუთხით.

„Transparency International"-ის მიხედვით „Global Coruption Barometer 2010" საქართველო რეიტინგში არის მსოფლიოში პირველი ქვეყანა კორუფციის დონის დაწევის მხრივ.

2010 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, რომელიც გამოქვეყნდა ამერიკული ინსტიტუტის "Heritage Foundation"-ის მიერ, საქართველო 29-ე პოზიციაზეა 183 ქვეყანას შორის. ეს არის მე-4 პოზიცია პოსტ-საბჭოთა სივრცეში. 

PWC-ის, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ ერთობლივად ჩატარებული კვლევის თანახმად, 2011 წელს საქართველომ გადასახადების გადახდის რეიტინგში 3 საფეხურით წინ გადაიწია და ამჟამად იკავებს 61-ე პოზიციას 183 სახელმწიფოს შორის.

კანადური ინსტიტუტის Fraser-ის მიერ, მსოფლიოს ეკონომიკურ თავისუფლებაზე  2010 წელს გამოქვეყნებული ყოველწლიური მოხსენების მიხედვით, საქართველომ წინა წელთან შედარებით გადაინაცვლა 22 საფეხურით წინ და 141 ქვეყანას შორის(7.47 ქულით) 23-ე ადგილზე იმყოფება.

Forbes-ის გადასახადების სირთულისა და რეფორმების ინდექსის მიხედვით 2009 წელს საქართველო იყო 4 საუკეთესო შემსრულებელ ქვეყანას შორის და ჩამორჩა მხოლოდ ყატარს, არაბეთის გაერთიანებულ საიმიროებსა და ჰონგ-კონგს.

გლობალურ ეკონომიკურ ფორუმზე " The Global Enabling Trade Repot" დაყრდნობით, საქართველო 125 ქვეყანაში იკავებს 37-ე ადგილს  2010 წლის ნების დართვის სავაჭრო ინდექსში.

ბრიტანული საინვესტიციო რისკების შემფასებელი კომპანია "Maplecroft"-ის მიერ გამოქვეყნებული "Political Risk Atlas 2011"-ის თანახმად, საქართველო იმყოფება "Medium Risk"-ის კატეგორიაში, რაც მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა ინვესტორებისათვის.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ადამიანის უფლებები

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ