საბანკო სექტორი

საბანკო სექტორი 2010 წელს

საქართველოს საბანკო სექტორი გამოვიდა კრიზისული მდგომარეობიდან და სისტემა სტაბილური გახდა. ეს უპირველეს ყოვლისა მოხერხდა კრიზისის წინა პერიოდში ბანკების სოლიდური კაპიტალიზაციისა და მაღალი ლიკვიდურობის, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დახმარებისა და  ეროვნული ბანკის მოქნილი მონეტარული და საზედამხედველო პოლიტიკის შედეგად. ყოველივე ამან ხელი შეუწყო კრიზისის შედეგების დაძლევას ქართულ ეკონომისაკა და საბანკო სექტორში. 2008-2009 წლებში განცდილი ზარალის შემდეგ, საბანკო სექტორი მომგებიანი გახდა. (იხ. ქვემოთ მოყვანილი ცხრილი)

 

2010

2009

უიმედო სესხების წილი

 

 

სებ-ის მეთოდოლოგიით

12.53%

17.85%

სსფ-ის მეთოდოლოგიით

5.39%

6.35%

მთლიანი სესხები

6,260,705,391

5,185,336,022

უკუგება კაპიტალზე (ROE)

9.60%

-4.31%

მთლიანი აქტივები

10,564,217,045

8,292,615,285

უკუგება აქტივებზე (ROA)

1.67%

-0.81%

წმინდა მოგება

156,270,119

 

-65,317,173

 

ინდივიდუალური და იურიდიული პირების დეპოზიტები

5,487,588,028 

3,950,143,224

 

საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტი

17.38%

19.08%

საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტი (ბაზელის მიხედვით)

23.59%

24.47%

 

ფინანსური სტაბილურობის გაძლიერების მიზნით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა  საფინანსო ინსტიტუტების რეგულირება დაიწყო რისკებზე ორიენტირებული ზედამხედველობის პრინციპებით, რაც ზოგადად გულისხმობს ყოველი ფინანსური ინსტიტუტისადმი ინდივიდუალურ მიდგომას, მათი გავლენის შეფასებას საქართველოს საფინანსო სექტორის სტაბილურობაზე. ამ მიდგომის უპირატესობა იმაშია, რომ იგი ითვალისწინებს არა მარტო მატერიალიზირებული რისკების იდენტიფიცირებას, არამედ მათი მომავალში შესაძლო მატერიალიზაციის შესაძლებლობასაც. რისკებზე ორიენტირებული მიდგომა  გამოიყენება როგორც მიკრო-პრუდენციული, ასევე მაკრო-პრუდენციული რისკების შემთხვევაში და ამ მიდგომით ხდება საზედამხედველო რესურესების განაწილებაც.

საქართველოში ფუნქციონირებს ადგილობრივი და უცხოური ბანკების 120 ფილიალამდე. დღეისათვის, საქართველოში წარმოდგენილია შემდეგი უცხოური ბანკები: თურქული (HALYK BANK, Ziraat Bank), აზერბაიჯანული (The International Bank of Azerbaijan), რუსული (VTB), ყაზახური (BTA), გერმანული (Procredit Bank), ფრანგული (Bank Republic-Societe General), უკრაინული (TAO-Privat Bank) და ბრიტანული (HSBC).

 

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ადამიანის უფლებები

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ