2012 წლის 23 ივლისს, ქ. ბრიუსელში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მესამე მინისტერიალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების, აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორი ქვეყნების (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა), ევროკომისიის, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის და, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის წარმომადგენლებმა.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტრთა დონის მესამე შეხვედრას თავმჯდომარეობდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი ქეთრინ ეშტონი; ევროკომისიას წარმოადგენდა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის დარგში ევროკომისარი შტეფან ფულე; საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ვიცე პრემიერ მინისტრი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე.
მინისტერიალის მონაწილეებმა იმსჯელეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პრაღისა და ვარშავის დეკლარაციების საფუძველზე, 2013 წლის ვილნიუსის სამიტამდე შემდგომი პროგრესის მიღწევისა და ინიციატივის განვითარების პერსპექტივებზე; აღნიშნეს, რომ ამ პროცესში, ძირითადი მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისათვის იხელმძღვანელებენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგზაო რუქით; ხაზი გაუსვეს ერთიანი ევროპული ფასეულობებისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ძირითადი პრინციპების განხორციელების მნიშვნელობას. შეხვედრისას, ხაზგასმით აღინიშნა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების მნიშვნელობა და ევროკავშირის როლი ამ პროცესში.
მინისტერიალის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება და შეთანხმდნენ, რომ 2013 წლის მინისტრთა მორიგი შეხვედრა იქნება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქმედო გეგმის განხორციელების გადახედვისა და ვილნიუსის სამიტის მოსამზადებლად, სამომავლო განვითარებებზე მსჯელობის შესაძლებლობა.
2012 წლის 24 ივლისი
პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი
|
2012 წლის 23 ივლისს, ქ. ბრიუსელში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მესამე მინისტერიალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების, აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორი ქვეყნების (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა), ევროკომისიის, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის და, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის წარმომადგენლებმა. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტრთა დონის მესამე შეხვედრას თავმჯდომარეობდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი ქეთრინ ეშტონი; ევროკომისიას წარმოადგენდა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის დარგში ევროკომისარი შტეფან ფულე; საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ვიცე პრემიერ მინისტრი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე. მინისტერიალის მონაწილეებმა იმსჯელეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პრაღისა და ვარშავის დეკლარაციების საფუძველზე, 2013 წლის ვილნიუსის სამიტამდე შემდგომი პროგრესის მიღწევისა და ინიციატივის განვითარების პერსპექტივებზე; აღნიშნეს, რომ ამ პროცესში, ძირითადი მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისათვის იხელმძღვანელებენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგზაო რუქით; ხაზი გაუსვეს ერთიანი ევროპული ფასეულობებისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ძირითადი პრინციპების განხორციელების მნიშვნელობას. შეხვედრისას, ხაზგასმით აღინიშნა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების მნიშვნელობა და ევროკავშირის როლი ამ პროცესში. მინისტერიალის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება და შეთანხმდნენ, რომ 2013 წლის მინისტრთა მორიგი შეხვედრა იქნება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქმედო გეგმის განხორციელების გადახედვისა და ვილნიუსის სამიტის მოსამზადებლად, სამომავლო განვითარებებზე მსჯელობის შესაძლებლობა.
2012 წლის 24 ივლისი პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი
|
||
|
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ
|