საქართველოში ბოსნია და ჰერცეგოვინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან

 

2012 წლის 24 ივლისს, საქართველოში ბოსნია და ჰერცეგოვინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დრაგოლუბ ლეიპოიამ (რეზიდენციით ქ.ანკარა), საქართველოში დიპლომატიური საქმიანობის დასრულებასთან დაკავშირებით, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას შორის არსებული ურთიერთობები. ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადაყვანისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მჭიდრო კოორდინაციის აუცილებლობას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა წარმატებები უსურვა ბოსნია და ჰერცეგოვინის ელჩს მომავალ საქმიანობაში.

2012 წლის 24 ივლისი

პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 11
12 13 14 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ადამიანის უფლებები

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ