საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე 2012 წლის 20 ივლისს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვია, რომლის ფარგლებშიც მან გამართა შეხვედრები ევროკომისიის საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელთან სტეფანო მანსერვისისთან და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალურ მდივანთან პიერ ვიმონთან.
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის ოფიციალურად გახსნის შემდეგ, სტეფანო მანსერვისისთან გაიმართა თორნიკე გორდაძის პირველი შეხვედრა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის რანგში. აღნიშნული ჯგუფი შეიქმნა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით საქართველოს მიერ განსახორციელებელ ქმედებათა დაგეგმვისა და კოორდინაციის მიზნით. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის მიმდინარეობა. შეთანხმდა, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, ევროკომისია ორგანიზებას გაუწევს ევროკავშირის ექსპერტთა მისიის საქართველოში გამოგზავნას 2012 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში. ასევე, შეხვედრისას ქართულ მხარეს გადმოეცა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგის მოქმედების წესები.
თორნიკე გორდაძის პიერ ვიმონთან შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა და პროგრესი პრიორიტეტული მიმართულებების, მათ შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, მიმდინარე მოლაპარაკებების თვალსაზრისით. მხარეებმა ასევე განიხილეს ქვეყნის შიდა განვითარებები, საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები, არჩევნების წინაპერიოდის მიმდინარეობა და უსაფრთხოების საკითხები.
2012 წლის 23 ივლისი
პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი
|
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე 2012 წლის 20 ივლისს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვია, რომლის ფარგლებშიც მან გამართა შეხვედრები ევროკომისიის საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელთან სტეფანო მანსერვისისთან და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალურ მდივანთან პიერ ვიმონთან. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის ოფიციალურად გახსნის შემდეგ, სტეფანო მანსერვისისთან გაიმართა თორნიკე გორდაძის პირველი შეხვედრა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის რანგში. აღნიშნული ჯგუფი შეიქმნა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით საქართველოს მიერ განსახორციელებელ ქმედებათა დაგეგმვისა და კოორდინაციის მიზნით. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის მიმდინარეობა. შეთანხმდა, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, ევროკომისია ორგანიზებას გაუწევს ევროკავშირის ექსპერტთა მისიის საქართველოში გამოგზავნას 2012 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში. ასევე, შეხვედრისას ქართულ მხარეს გადმოეცა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგის მოქმედების წესები. თორნიკე გორდაძის პიერ ვიმონთან შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა და პროგრესი პრიორიტეტული მიმართულებების, მათ შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, მიმდინარე მოლაპარაკებების თვალსაზრისით. მხარეებმა ასევე განიხილეს ქვეყნის შიდა განვითარებები, საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები, არჩევნების წინაპერიოდის მიმდინარეობა და უსაფრთხოების საკითხები. 2012 წლის 23 ივლისი პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი
|
||
|
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ
|