ცნობა უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში შემსვლელი საქართველოს მოქალაქეებისთვის

 

უზბეკეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით, უზბეკეთში  შემომსვლელმა სამი დღის განმავლობაში უნდა გაიაროს რეგისტრაცია ვიზებისა და რეგისტრაციის განყოფილებაში დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სასტუმროში განთავსების შემთხვევაში, სასტუმროს მიერ ხდება მისთვის ხსენებული მომსახურების გაწევა.

საზღვრის გადმოკვეთიდან სამი დღის განმავლობაში, თუ  პიროვნებამ არ გაიარა რეგისტრაცია, მასზე გატარდება უზბეკეთის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კოდექსებით გათვალისწინებული ზომები, კერძოდ, ქვეყნიდან გაძევება, დიდი ოდენობის ფინანსური ჯარიმის დაკისრება და, ზოგ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთაც.                 

საქართველოს მოქალაქეს საბაჟო მოსაკრებლის გადახდის გარეშე უფლება აქვს უზბეკეთის ტერიტორიაზე შეიტანოს 10000–მდე (ათი ათასი) აშშ დოლარის ოდენობის ექვივალენტი თანხა (ნაღდი ფული) უცხოურ ვალუტაში. უზბეკეთის ტერიტორიაზე ხსენებულზე მეტი ოდენობის თანხის (ნაღდი ფულის) შეტანისას,  გადახდილ უნდა იქნას საბაჟო მოსაკრებელი ზედმეტი თანხის 1%–ის ოდენობით.

ტაჯიკეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით, ტაჯიკეთში  შემვლელმა სამი სამუშაო დღის განმავლობაში უნდა გაიაროს რეგისტრაცია ვიზებისა და რეგისტრაციის განყოფილებაში დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სასტუმროში განთავსების შემთხვევაში, სასტუმროს მიერ ხდება მისთვის ხსენებული მომსახურების გაწევა. არსებობს რეგისტრაციაზე დაყენების ორი ვადა  - სამთვიანი, რომლის საფასურიც არის 30 აშშ დოლარის ექვივალენტი ტაჯიკურ სომონში და ერთწლიანი, რაც ჯდება 50 აშშ დოლარამდე ტაჯიკურ სომონში. საზღვრის გადკვეთიდან სამი დღის განმავლობაში, თუ  პიროვნებამ არ გაიარა რეგისტრაცია, მას მოუწევს ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა არაუმეტეს 300 აშშ დოლარის ექვივალენტის ტაჯიკურ სომონში.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 11
12 13 14 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ადამიანის უფლებები

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ