ქართული კულტურის დღეები ბერლინში

მიმდინარე წლის 24–27 მაისს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით ბერლინში საქართველოს კულტურის დღეები გაიმართა. კულტურის დღეების გაიხსნას 24 მაისს სასტუმრო „ადლონ კემპინსკიმ“ უმასპინძლა.  აღნიშნულ მიღებას ესწრებოდა გერმანიის პოლიტიკური, ბიზნეს, კულტურული და საზოგადოებრივი წრეებიდან, გერმანიაში ქართული დიასპორის და  გერმანიაში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლები. სტუმრებს შორის იყვნენ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი გიდო ვესტერველე, გერმანიის სახელმწიფო მინისტრი ბატონი ეკარტ ფონ კლედენი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ჰარალდ ბრაუნი, გერმანიის ფედერალური პარლამენტის თავჯდომარის მოადგილე ბატონი ედუარდ ოსვალდი. სტუმრების წინაშე წარსდნენ ქართული ცეკვის ანსამბლი „რუსთავი“ და ანსამბლი „ქართული ხმები“. სტუმრებს ასევე საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულო და ქართულ ი ღვინო.

 

25 და 26  მაისს საქართველოს კულტურის დღეების ფარგლებში ქალაქ ბერლინის ერთ-ერთ მოედანზე (Dorothea-Schlegel Platz) გერმანული პუბლიკის წინაშე წარსგნენ საქართველოს სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის იოსებ ჰიპის სახელობის სტუდენტური თეატრალური დასი სპექტაკლით „კავკასიური ცარცის წრე“, „ქართული ხმები“ და ანსამბლი „რუსთავი“ ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის პროგრამით. პარალელურად, სასტუმრო ადლონში გაიმართა ღონისძიება სახელწოდ ებით „საქართველო ხვდება მე დიას” და “სომელიერების ღამე”.

ქართული კულტურის დღეები დასრულდა სასტუმრო ადლონში გამართული „ქართული ბრანჩით“, რომლის ფარგლებშიც სასტუმროს ტრადიციული ყოველკვირეული ბრანჩის სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და არაალკოჰოლური სასმელები. 

 

 

 
 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ადამიანის უფლებები

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ