2012 წლის 4 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, შეხვდა გერმანიის კანცლერის ფედერალური სამსახურის სახელმწიფო მინისტრს ეკარტ ფონ კლედენს.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან თანამშრომლობის თემები. გერმანულ მხარეს ასევე მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებისა და რეგიონში არსებული ვითარების შესახებ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა გერმანულ მხარეს გერმანიის მიერ საქართველოს მიმართ გაწეული დახმარებისა და თანადგომისათვის. თავის მხრივ, ეკარტ ფონ კლედენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანიის უცვლელი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
2012 წლის 4 მაისი
საგარეოს საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი
|
ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის შესახებ
2012 წლის 4 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, შეხვდა გერმანიის კანცლერის ფედერალური სამსახურის სახელმწიფო მინისტრს ეკარტ ფონ კლედენს.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან თანამშრომლობის თემები. გერმანულ მხარეს ასევე მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებისა და რეგიონში არსებული ვითარების შესახებ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა გერმანულ მხარეს გერმანიის მიერ საქართველოს მიმართ გაწეული დახმარებისა და თანადგომისათვის. თავის მხრივ, ეკარტ ფონ კლედენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანიის უცვლელი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. 2012 წლის 4 მაისი საგარეოს საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ
|