ინფორმაცია საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის ვიზიტის შესახებ

2012 წლის 15 მარტს, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში რეგიონალური ტურნეს ფარგლებში, საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი გუიდო ვესტერველე. ფედერალური მინისტრის ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრით დაიწყო, რის შემდეგაც შედგა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან.

საგარეო უწყებაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავი სრულდება. მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები. ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას. ამასთან, განხილულ იქნა საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, რასაც  გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიესალმა და მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს გაწევრიანების ამ გზაზე. გერმანული მხარე ასევე მიესალმა გამარტივებული სავიზო რეჟიმისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმებების ეფექტურ განხორციელებას და სავიზო დიალოგის დაწყების პერსპექტივას მიმდინარე წლის ზაფხულამდე. 

შეხვედრაზე გერმანულ მხარეს მიეწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების, ეკონომიკური რეფორმების, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ა და რეგიონში არსებული ვით არების შესახებ. ასევე საუბარი შეეხო საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე აქტუალურ თემებს. საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, გაიმართა ერთობლივი პრეს-კონფერენცია. 

ვიზიტის ფარგლებში გუიდო ვესტერველე სიტყვით გამოვიდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თემაზე „სამხრეთ კავკასია და ევროპა - პერსპექტივები ცვალებად სამყაროში" და შეხვედრა გამართა ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. 

2012 წლის 15 მარტი

პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი

 
 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ადამიანის უფლებები

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ