განთავსების თარიღი: 2013-04-25 ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძესა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის შორის გამართული შეხვედრის შესახებ

2013 წლის 24 აპრილს, ბრუსელში გამართული ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ შეხვედრა გამართა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ჯონ ქერისთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი  და მრავალმხრივი საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები; აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში თანამშრომლობის სამომავლო გეგმები; ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები; რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოს მიერ გლობალურ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისათვის და ამ კუთხით ხაზგასმით აღნიშნა ავღანეთის ISAF-ის მისიაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობა.

შეხვედრის დასასრულს, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია. 

 

2013 წლის 24 აპრილი

პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი

 

ვრცლად...
განთავსების თარიღი: 2013-05-16 საქართველოს მისიებში სახელმწიფო დროშები დაშვებულია

16 მაისი ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნის საპატივსაცემოდ, საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. "ეს ჯარისკაცები არიან გმირები, რომლებმაც თავი სამშობლოს შესწირეს,მიუხედავად იმისა, რომ ეს მოხდა სამშობლოდან შორს, ავღანეთში. მათი წვლილი გლობალური უსაფრთხოების საკითხში არის ძალიან დიდი და საქართველოს ყოველთვის უნდა ახსოვდეს თავისი გმირები" - განაცხადა დროშის დაშვების ცერემონიალზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქალბატონმა მაია ფანჯიკიძემ.

https://www.facebook.com/photo.php?v=489355564467374&set=vb.99707100898&type=2&theater 

ვრცლად...
განთავსების თარიღი: 2013-05-16 განთავსების თარიღი: 2013-05-13 განთავსების თარიღი: 2013-04-25 განთავსების თარიღი: 2013-04-23 განთავსების თარიღი: 2013-04-23 განთავსების თარიღი: 2013-04-22 განთავსების თარიღი: 2013-04-16 განთავსების თარიღი: 2013-04-12 განთავსების თარიღი: 2013-03-27
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 14 15 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ადამიანის უფლებები

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ