კალენდარი
ივლისი
2009
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
მთავარი
საქართველოს შესახებ
პოლიტიკა
ინვესტირება
დიპლომატიური კორპუსი
ბმულები
PL | GRUZ
2009-06-08

ქართული მუსიკის საღამო

მ/წლის 8 ივნისს, საელჩოს საპატიო პატრონაჟით, პოლონეთის ქ. ზალეშიე გურნის მუსიკალურ სკოლაში გაიმართა ქართული მუსიკის საღამო, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.
დაწვრილებით
2009-06-07

საქველმოქმედო აქცია ”ქართველი ბავშვებისათვის”

მ/წლის 7 ივნისს, ვარშავაში გაიმართა საქველმოქმედო აქცია სახელწოდებით ”ქართველი ბავშვებისათვის”. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს საელჩო პოლონეთში, საქველმოქმედო ორგანიზაცია Caritas-Gruzja, დომინიკანური საზოგადოება და აღმოსავლეთ ქრისტიანობის სწავლების ორგანიზაცია.

დაწვრილებით
2009-06-06

პანტომიმის თეატრების საერთაშორისო ფესტივალი

მ/წლის 2-6 ივნისს, პოლონეთის ქალაქ ვროცლავში გაიმართა პანტომიმის თეატრების საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც, საელჩოს ინიციატივითა და მხარდაჭერით, მონაწილეობა მიიღო  საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრის დასმა. ეს ფესტივალი მნიშვნელოვანი მოვლენაა პოლონეთის კულტურულ ცხოვრებაში და მასში მრავალი ქვეყნის ცნობილი თეატრი მონაწილეობს.

დაწვრილებით
2009-05-26

ინფორმაცია საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღების შესახებ

2009 წლის 26 მაისს, საელჩოს ორგანიზებით, სასტუმროში Marriott გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება.

დაწვრილებით
2009-05-24

ინფორმაცია წიგნების 54-ე საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვის თაობაზე

2009 წლის 21-24 მაისს, პოლონეთის პრეზიდენტის პატრონაჟით, ვარშავის კულტურისა და მეცნიერების სახლში ჩატარდა წიგნების 54-ე საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა (International Book Fare), რომელშიც მონაწილეობა მიიღო ორმოცდაათზე მეტმა ქვეყანამ.

დაწვრილებით
2009-05-22

ინფორმაცია კვებისა და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო გამოფენის - IFE Poland 2009 – თაობაზე

მ/წლის 20-22 მაისს, ვარშავის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში -  Warsaw International Expo XXI Centre, გაიმართა სასმელისა და კვების პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა - IFE Poland 2009.

დაწვრილებით
2009-05-13

ინფორმაცია კრაკოვსა და თბილისს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ

2009 წლის 13 მაისს კრაკოვში გაიმართა თბილისსა და კრაკოვს შორის პარტნიორული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია.

დაწვრილებით
2009-05-12

ინფორმაცია ჰელმში გამართული ქართული კულტურის დღეების შესახებ

2009 წლის 12 მაისს, პოლონეთის ქალაქ ჰელმში, საზოგადოება "სივიტას ქრისტიანას” ორგანიზებით ჩატარდა ქართული კულტურის დღეები, რომელსაც ეწრებოდნენ ქალაქის მერი, რეგიონის ხელმძღვანელები და პოლონელი კულტურის მოღვაწეები.

დაწვრილებით
2009-05-11

შეხვედრა “აღმოსავლეთის ინიციატივასთან” დაკავშირებით

2009 წლის 11 მაისს, ვარშავაში ჩეხეთის საელჩოს ინიციატივით, გაიმართა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრა "აღმოსავლეთის პარტნიორობის” ინიციატივის მონაწილე ქვეყნების ელჩებთან, რომელსაც  ესწრებოდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანჯეი კრემერი.

დაწვრილებით
2009-05-11

სემინარი თემაზე “Union for the Mediterranean – Implications for the Eastern Dimension of the European Neighbourhood Policy”

2009 წლის 11 მაისს საზოგადოებრივ ურთიერთობათა ინსტიტუტის (The Institute of Public Affairs) ორგანიზებით გაიმართა სემინარი – "Union for the Mediterranean – Implications for the Eastern Dimension of the European Neighbourhood Policy”, რომელსაც ესწრებოდნენ პოლონეთის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატები და სამეცნიერო-კვლევითი წრეების წარმომადგენლები.

დაწვრილებით
2009-04-30

ინფორმაცია საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების თაობაზე

2009 წლის 29-30 აპრილს, ვარშავაში გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო უწყებებს შორის დეპარტამენტების დირექტორების დონეზე.

დაწვრილებით
2009-04-30

ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის პოლონეთში ვიზიტის შესახებ

2009 წლის 29-30 აპრილს, ევროპის სახალხო პარტიის კონგრესში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვარშავას ვიზიტით ეწვია საქართველოს პრეზიდენტი ბატონი მიხეილ სააკაშვილი.

დაწვრილებით
2009-03-19

ინფორმაცია ქართველი ოფიცრის ობელისკის გახსნაში საქართველოს ელჩის მონაწილეობის შესახებ

2009 წლის 18 მარტს პოლონეთის დოლნოშლონსკის (ქვემო სილეზიის) სავოევოდოს ქალაქ ძიერჟონიუვში გაიმართა პოლონეთის არმიის ქართველი ოფიცრის, ვიცე-პოლკოვნიკ ვალერიან თევზაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ობელისკის გახსნის ცერემონია

დაწვრილებით
2009-03-02

ინფორმაცია პოლონეთში საქართველოს პირველი ლედის ვიზიტის შესახებ

2009 წლის 25 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით, პოლონეთის პრეზიდენტის მეუღლის მარია კაჩინსკას მოწვევით, ვარშავას სტუმრობდა საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი.

დაწვრილებით
2009-02-27

ინფორმაცია ფონდ "იავნანას" მიერ დაგეგმილი საქველმოქმედო აქციის შესახებ

დაწვრილებით
2009-02-19

ინფორმაცია პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტის შესახებ

2009 წლის 17-18 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ეწვია ვარშავას.

დაწვრილებით
2009-02-04

ინფორმაცია პოლონეთის პრეზიდენტის რომის პაპის, წმ. გრიგოლ I დიდის სახელობის პრიზით დაჯილდოების შესახებ

პოლონურ ჟურნალს "Niezależna Gazeta Polska” ("დამოუკიდებელი პოლონური გაზეთი”) დაწესებული აქვს რომის პაპის, წმ. გრიგოლ I დიდის სახელობის პრიზი, რომელსაც ყოველწლიურად გადასცემს პოლონეთის გამოჩენილ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებს.

დაწვრილებით
2009-01-21

ინფორმაცია საქართველოს ელჩის პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში გამართულ მიღებაში მონაწილეობის შესახებ

2009 წლის 20 იანვარს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ მონაწილეობა მიიღო პოლონეთის პრეზიდენტის სახელით,

დაწვრილებით


გადასასვლელი მეორე გვერდზე

დაწვრილებით
 
  Copyright 2005. MFA. All rights reserved საიტი შექმნილია ITDC-ს მიერ