კალენდარი
ივლისი
2008
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
 
მთავარი
საქართველოს შესახებ
პოლიტიკა
ინვესტირება
დიპლომატიური კორპუსი
ბმულები
ENG | GEO
ძვირფასო სტუმარო:
  

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ახალ ვებ-გვერდზე  

ეს ვებ-გვერდი შესაძლებლობას მოგცემთ იპოვოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის შესახებ. აქ განთავსებული სასარგებლო ბმულები  პოლიტიკურ, სამეწარმეო, ეკონომიკურ, იურიდიულ, სამეცნიერო და კულტურულ საკითხებს მოიცავს. ინვესტირებით და სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებული პირები შეიტყობთ, რომ საქართველო აღიარებულია ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნად მსოფლიოში,  სადაც პატივს სცემენ სახელშეკრულებო სამართალს.

მათთვის, ვინც საქართველოში ვიზიტს გეგმავს, ვებ-გვერდზე განთავსებულია ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ამსახველი ინფორმაცია და  ტურისტული ღირსშესანიშნაობები. მინდა სიამაყით ავღნიშნო, რომ საქართველოში დროის მოკვლაზე ფიქრი არ დაგჭირდებათ.  ულამაზესი ბუნების,  არაჩვეულებრივი კერძებისა და ფანტასტიური ღვინის გარდა, რითაც ცნობილია ჩვენი ქვეყანა, თქვენ კიდევ ბევრი აღმოჩენა გელით.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველებს ვებ-გვერდი ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებას უმარტივებს. 

საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და ჩვენი ხალხი ამაყობს თავისუფლების, რელიგიური შემწყნარებლობის, კანონის უზენაესობისა და პოლიტიკური პლურალიზმის ღირებულებებით. ჩვენი მიზანია საქართველოს  ინტეგრირება   იმ სახელმწიფოებთან და ინსტიტუტებთან, რომელთაც აერთიანებთ  საერთო ფასეულობები და იმის რწმენა, რომ თითოეულ ადმიანს აქვს ღირსეული, მშვიდობიანი ცხოვრების უფლება. საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებობს წარმატებული თანამშრომლობა და  ორივე მხარე ყოველნაირად ვცდილობთ რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო და მეგობრული  ურთიერთობა კიდევ უფრო განმტკიცდეს.

თუ ვებ-გვერდზე რომელიმე ინფორმაციის პოვნას ვერ მოახერხებთ, დაგვირეკეთ 202 387 23 90 ან მოგვწერეთ მისამართზე: washington.emb@mfa.gov.ge

პატივისცემით,  
ელჩი ვასილ სიხარულიძე

 
  Copyright 2005. MFA. All rights reserved საიტი შექმნილია ITDC-ს მიერ